ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, კაფუმ პასუხი გასცა კითხვას, თუ რა აკლია მის თანამემამულეს, ნეიმარს იმისათვის, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონეს მიაღწიოს.
“მას ნაწილობრივ აკლია კონკრეტული თანმიმდევრობა, სტაბილურობა. როგორც კი მის თამაშს ეს მახასიათებელი დაემატება, უახლოეს წლებში ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. მე ამაში ეჭვი არ მეპარება.” – განაცხადა კაფუმ.
ამ სეზონში ნეიმარმა “ბარსელონას” მაისურით მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. ესპანურ პრიმერაში ბრაზილიელს ოქტომბრის შემდეგ არ გაუტანია.


