მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბალაგე: “ბარსელონა” ფინანსურად საკმარისად ძლიერი არ არის”

ბალაგე: “ბარსელონა” ფინანსურად საკმარისად ძლიერი არ არის”

Sky Sports-ის ჟურნალისტმა გილემ ბალაგემ ლიონელ მესისა და კატალონიის “ბარსელონას” შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

“ბარსელონას” მოლაპარაკების გამართვა დაუყოვნებლივ სურს, მესი კი ჯერჯერობით არ ჩქარობს. კლუბი ამ სიტუაციას საგანგაშოდ აღიქვამს, რადგან კატალონიელები ლიონელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას წლის პირველ ტრიმესტრში აპირებდნენ.

როგორც ჩანს, “ბარსელონა” ფინანსურად იმდენად ძლიერი არ არის, რომ ლიონელ მესისა და ანდრეს ინიესტას კონტრაქტები გაუხანგრძლივოს.

ფეხბურთელებს კლუბის ფინანსურ მდგომარეობასა და მომავალზე კითხვები უჩნდებათ. ვფიქრობ, მესი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაგრამ ეს ბევრი ფიქრის შემდეგ მოხდება.

“სიტი”, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” მესის ატყობინებენ, რომ “ბარსელონადან” წასვლის შემთხვევაში ისინი მის შესაძენად მზად არიან.”-წერს ბალაგე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში