მადრიდის “რეალის” არგენტინელ ნახევარმცველს ფერნანდო გაგოს, კიდევ აქვს იმის იმედი, რომ მისი გუნდი ჩემპიონი გახდება. მას სჯერა, რომ “ვალიადოლიდთან” “ბარსამ” შეიძლება ქულები დაკარგოს: ” “ბარსაც” და “რეალიც” ალბათ საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ ლა ლიგის ბოლო ტურში. ორივე გუნდს მხოლოდ მოგება სჭირდება. ჩვენ ვეთამაშებით “მალაგას”, რომელსაც სჭირდება ქულები რათა მომავალ სეზონში პრიმერაში ითამაშოს. მე მჯერა, რომ “ბარსელონა” დაკარგავს ქულებს და ლა ლიგის ტიტულს ჩვენ დავეუფლებით,” განაცხადა გაგომ.
წყარო:football.ua