“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, ოსკარ გრაუს განცხადებას გამოეხმაურა. გრაუმ აღნიშნა, რომ ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს “ბარსელონა” საღი აზრით უნდა მიუდგეს.
“მე არ ვიცი, რა თქვა გრაუმ. ყველამ იცის, რომ გაზეთებს არ ვკითხულობ და არაფერს ვუყურებ. მაგრამ მესის საკითხში ყველაფერი ცხადია: დამისახელეთ მატჩი, რომელშიც ის გადამწყვეტ როლს არ ითამაშებს. მესიმ “ბარსელონაში” დიდი ხნის განმავლობაში უნდა ითამაშოს, ხალხი კი მისი თამაშით უნდა დატკბეს.” – ციტირებს ენრიკეს Sport.
მესის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში.



