მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: რაკიტიჩი და მოდრიჩი სრნას “ბარსელონაში” გადასვლაში დარწმუნებას ცდილობენ

MD: რაკიტიჩი და მოდრიჩი სრნას “ბარსელონაში” გადასვლაში დარწმუნებას ცდილობენ

დონეცკის “შახტარის” კაპიტანი, დარიო სრნა კვლავ “ბარსელონაში” ტრანსფერზე ფიქრობს.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, 34 წლის ფეხბურთელის კარგი მეგობრები და ექს-პარტნიორები ხორვატიის ნაკრებში, ლუკა მოდრიჩი და ივან რაკიტიჩი სრნას დარწმუნებას ცდილობენ, რომ “ბარსელონას” წინადადება მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ის არც ისე მომგებიანია ფინანსურად.

“რეალისა” და “ბარსელონას” ხორვატი ვარსკვლავები თვლიან, რომ ასეთი შანსი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის, ამიტომაც დარიომ ის არ უნდა გაუშვას.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” სრნას წელიწადში 2 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე ორჯერ ნაკლებია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში