ციურიხში, FIFA-ს გალა-წარმოდგენაზე წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ფორვარდ, კრიშტიანუ რონალდუს ერგო, რომელიც “ბარსელონას” წარმომადგენელთა დაუსწრებლობას გამოეხმაურა.
“ციურიხში “ბარსელონას” წარმომადგენელთა არყოფნის გამო გაბრაზებული არ ვარ. მათი მონაწილეობით, ცერემონია ბევრად უფრო ლამაზი იქნებოდა, მაგრამ კმაყოფილი ვარ, ისე როგორც არასდროს. გამარჯვების შემდეგ არ შემიძლია ვიყო დამწუხრებული.“-ციტირებს რონალდუს სიტყვებს Cope.
ციურიხში “ბარსელონა” არ გაემგზავრა, რათა გუნდის ფეხბურთელები რაც შეიძლება უკეთესად მოემზადონ ესპანეთის თასის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩისთვის, “ატლეტიკის” წინააღმდეგ. ბილბაოში კატალონიელებმა მარცხი განიცადეს (1:2).


