მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარადონა: “მესის საქციელით იმედგაცრუებული ვარ”

მარადონა: “მესის საქციელით იმედგაცრუებული ვარ”

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, დიეგო არმანდო მარადონა ციურიხში FIFA-ს გალა-წარმოდგენაზე “ბარსელონას” ლიდერის, ლიონელ მესის დაუსწრებლობას გამოეხმაურა. წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მადრიდის “რეალის” ფორვარდ, კრიშტიანუ რონალდუს ერგო.

“მესის საქციელით იმედგაცრუებული ვარ. სახლში, ტელევიზორთან ჯდომით წინააღმდეგობას ვერავის გაუწევ. არ ვიცი, რატომ არ დაესწრნენ “ბარსელონას” წარმომადგენლები ძალიან მნიშვნელოვან გალა-წარმოდგენას.

ვფიქრობ, ციურიხში მოსვლით მესის გამარჯვების შანსი გაიზრდებოდა.”-ციტირებს მარადონას სიტყვებს TVE.

გამოკითხვის შედეგების თანახმად რონალდუს ხმათა 34.4% ერგო, ლიონელ მესის – 26.42%, ანტუან გრიზმანს კი – 7.53%.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში