ბოლო დროს აქტიურად იწერება იმასთან დაკავშირებით, რომ, შესაძლოა, ლუის ენრიკემ “ბარსელონასთან” კონტრაქტი არ გაახაონგრძლივოს და სეზონის ბოლოს კლუბი დატოვოს.
გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, გუნდის ესპანელ ფეხბურთელებს: ხერარდ პიკეს, ანდრეს ინიესტასა და ხორდი ალბას ლუის ენრიკეს წასვლის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე “რეალ სოსიედადის” დამრიგებლის, ეუსებიო საკრისტანის ხილვა სურთ. მოგეხსენებათ, ესპანელი წარსულში “ბარსელონას” სარეზერვო გუნდ წვრთნიდა.
რაც შეეხებათ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სამხრეთ-ამერიკელებს: ლიონელ მესის, ლუის სუარესსა და ნეიმარს ლუის ენრიკეს შემცვლელად “სევილიას” არგენტინელი მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის ხილვა სურთ.

