“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ლუის ენრიკეს ჩანაცვლების პრიორიტეტულ კანდიდატად ითვლება.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო ლუის ენრიკეს შემცვლელთან დაკავშირებით. “ბარსელონას” ამჟამინდელი მწვრთნელის მიერ ნაჩვენები შედეგი არადამაკმაყოფილებელია – “ბლაუგრანა” მადრიდის “რეალთან” ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულისთვის ბრძოლაში მარცხდება.
არგენტინელი სპეციალისტი “კამპ ნოუზე” მიმდინარე სეზონის დასრულებამდე შეიძლება გადაბარგდეს, იტყობინება Sunday Star.



