ლონდონის “ტოტენჰემის” ახალგაზრდა ნახევარმცველი, დელე ალი ლუის ენრიკეს გუნდის ინტერესთა სფეროში მოხვდა, იტყობინება Mirror.
“ბარსელონა” 20 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში კონკურენციას მადრიდის “რეალს” გაუწევს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ინგლისელები ალის 70 მილიონ ფუნტად (84 მლნ. ევრო) შეელევიან.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სამეფო კლუბი” ეცდება დელე ალი “ტოტენჰემიდან” მომდევნო ზაფხულს გადაიბიროს.


