ესპანური ფეხბურთის გრანდები მიუნხენის “ბაიერნის” დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს მხარს არ უჭერენ და მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების გაზრდის წინააღმდეგნი არ არიან.
10 იანვარს, FIFA-მ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების 40-მდე, ან 48-მდე გაზრდის საკითხი უნდა განიხილოს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, FIFA-ს პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს წერილით მიმართა, რომელშიც, ასოციაციის სახელით, მუნდიალზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდის კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირა.
El Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა”, “რეალი” და რამდენიმე იტალიური გუნდი რუმენიგეს პოზიციას არ იზიარებენ. ისინი გერმანელის ინიციატივით გაკვირვებულნი დარჩნენ და მას გაემიჯნენ.


