მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “ფეხბურთში, ყველაზე რთული მსაჯობაა”

ენრიკე: “ფეხბურთში, ყველაზე რთული მსაჯობაა”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, “ბილბაოსთან” წაგებული შეხვედრის (1:2) შემდეგ არბიტრის შეცდომაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მსაჯებს, ფეხბურთში, ყველაზე რთული დავალება აქვთ.

ბილბაოში გამართული მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, არბიტრმა, ნეიმარის წაქცევის დროს, მასპინძელთა კარში აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, რასაც სტუმარი გუნდის ფეხბურთელების უკმაყოფილება და 3 მათგანის გაფრთხილება მოჰყვა.

“პირველი ტაიმის ბოლოს უკმაყოფილება არბიტრის გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ მსაჯის მუშაობის შეფასება ძალიან რთულია. მიმაჩნია, რომ მსაჯებს, ფეხბურთში, ყველაზე რთული სამუშაო აქვთ.” – განაცხადა ენრიკემ თამაშის შემდეგ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში