ახალ წელს “ბარსელონა” ესპანეთის თასის მერვედფინალური საგარეო მატჩით იწყებს, მისი მეტოქე კი “ბილბაოა”. ეს დაპირისპირება დიდი გამოწვევაა კატალონიელებისათვის, ვინაიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში მათ წელიწადის პირველი შეხვედრა სტუმრად 3-ჯერ გამართეს, მაგრამ ვერცერთი ვერ მოიგეს.
2015 წელს “სოსიედადმა” ანგარიშით 1-0 სძლია “ბარსას”, 2016-ში კი “ესპანიოლმა” თანაქალაქელებთან ფრედ 0-0 ითამაშა.
როდესაც წელიწადის პირველი მატჩი სახლში იმართება, “ბარსელონა” კარგ შედეგს აჩვენებს: 5 მოგება და 2 ფრე ბოლო ათწლეულის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 2012, 2013 და 2014 წლებში “ბარსამ” სამივე მოწინააღმდეგე – “ოსასუნა”, “ესპანიოლი” და “ელჩე” – ანგარიშით 4-0 დაამარცხა.
უკანასკნელი 10 წლის საერთო შედეგი, ამ მხრივ, არის 5 მოგება, 4 ფრე და 1 წაგება. შეძლებს “ბარსა” “ბილბაოს” დამარცხებას?




