“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე იმ ჭორებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მისი კატალონიური კლუბიდან წასვლის შემთხვევაში გუნდი, შესაძლოა, “ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჩაიბაროს. ბევრი ფიქრობს, რომ ამ სპეციალისტს წარმატებით შეუძლია “ბლაუგრანაში” მუშაობა.
“ვალვერდე – სპეციალისტი, რომლის წინააღმდეგაც მე ხშირად მითამაშია, როგორც მწვრთნელს. ის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიცირებული სპეციალისტია ესპანურ ფეხბურთში. მე მომწონს მისი იდეები და ხასიათი. საკმარისია მხოლოდ ყურადღება გაამახვილო იმ გუნდებზე, რომლებსაც ის წვრთნიდა. ეს სპეციალისტი მაღალი დონისაა და ლოგიკურია, რომ ვალვერდეს “ბარსელონას” უკავშირებენ.” – ციტირებს ენრიკეს Sport.
ლუის ენრიკეს მიმდინარე კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში და მას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს ესპანურ გრანდთან.



