“ბარსელონას” მცველმა, ხავიერ მასკერანომ ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალის პირველი მატჩის თაობაზე ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა. 6 იანვარს კატალონიური კლუბი ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდება.
“როგორც ყოველთვის, “ატლეტიკთან” მძიმე შეხვედრა გველის, რადგან ეს გუნდი სათასო მატჩებში შესანიშნავად იბრძვის. სეზონის მეორე ნახევარი ძალიან კარგად უნდა დავიწყოთ. ყველა ტიტულისთვის ბრძოლა გვსურს და ვიმედოვნებ, რომ გავიმარჯვებთ.
არ ვიცი, შევძლებ თუ არა 2017 წელს გოლის გატანას. მთავარია გუნდთან ერთად მოგებული ტიტულები.”-განაცხადა არგენტინელმა.
