ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველმა, კრისტიან ერიკსენმა აღიარა, რომ მისი შთაგონების წყარო კატალონიის “ბარსელონას” კაპიტნის, ანდრეს ინიესტას თამაშია.
“ინიესტა არის მოთამაშე, რომლითაც მე ყველაზე მეტად ვარ აღფრთოვანებული. მისი თამაშის სტილი მრავალი წლის განმავლობაში ფანტასტიკურია. რა თქმა უნდა, “ბარსელონას” ფეხბურთელები უფრო ნაკლებად დარბიან, რადგან ისინი ყოველთვის ბურთს ფლობენ.”-განაცხადა ერიკსენმა.
