ესპანეთის ბავშვთა საფეხბურთო ტურნირის, La Liga Promises-ის ნახევარფინალში, “ბარსელონას” “ინფანტილ ბ”-მ მადრიდის “რეალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
შეხვედრის ორივე გოლი გავიმ გაიტანა. მან ჯერ ჩავი პლანასის კარგი გადაცემა გამოიყენა, შემდეგ კი, ინდივიდუალურად გაიბრწყინა.
