workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო: ”ინტერი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია”

მოურინიო: ”ინტერი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია”

– როგორ აფასებთ მადრიდში გატარებულ ექვს თვეს?
-თუ არ ჩავთვლით მატჩს ”ბარსელონასთან”, მაშინ წარმატებულად. ჩვენ 13 თამაში მოვიგეთ ჩემპიონატში. ეს რომ იყოს იტალიის ან ინგლისის ჩემპიონატი, ჩვენ უკვე უდავო ლიდერები ვიქნებოდით. ესპანეთში ყველაფერი სხვაგვარადაა. ”რეალსა” და ”ბარსელონას” ქულების, თითქმის თანაბარი მაჩვენებელი აქვთ. სავარაუდოდ, სწორედ ამ ორიდან, რომელიმე გახდება ჩემპიონი.

– რამდენად უსიამოვნო შეგრძნება დაგიტოვათ ”ბარსელონასთან” მარცხმა?
– როგორც ”რეალის” ერთ-ერთმა ყოფილმა მწვრთნელმა, ბოშკოვმა, დაახლოებით 13 წლის წინ, 9 ბურთიანი სხვაობით დამარცხების შემდეგ თქვა, სჯობს წააგო ერთხელ და ასეთი დიდი ანგარიშით, ვიდრე დამარცხდე ცხრაჯერ, მაგრამ ერთბურთიანი სხვაობით. მეც ვამჯობინებ, ერთ თამაშში მივიღოთ 5 ბურთი საკუთარ კარში, ვიდრე სათითაოდ – სხვადასხვა თამაშებში.

– რამდენად რთული იყო ამ მოსაზრების მიტანა სხვებამდე?
– ძალიან მარტივი. მითუმეტეს, ყველამ იცის, რამდენად ძლიერია ”ბარსელონა”. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ, როდესაც ანგარიში იყო 2:0, ჩვენ 100%-იანი პენალტი არ მოგვცეს.

– რატომ არ თქვით ეს აქამდე?
– ეს მომენტი რომ გადამწყვეტი ყოფილიყო, მე აუცილებლად ამოვიღებდი ხმას. მაგრამ, რახან მათ ასეთი უპირატესობით მოგვიგეს, სათქმელი არაფერი იყო. ასეთია ”რეალის” პოზიცია – ჩვენ არ გვიყვარს შეცდომებზე საუბარი, თუნდაც ეს სხვისი შეცდომები იყოს.

– იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დამთავრდა ეს მატჩი, იქნებ ღირდა შესვენებამდე თუნდაც ერთი გოლისთვის ბრძოლა?
– ძალიან ბევრი იყო დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დაიწყებდნენ ისინი მეორე ტაიმს. როცა ანგარიში გახდა 3:0, არცერთ ჩვენთაგან არ უფიქრია ფარ-ხმლის დაყრაზე. მაგრამ შემდეგი თხუთმეტი წუთის განმავლობაში, მათი ყოველი შეტევა გოლით სრულდებოდა. მატჩი რომ გაგრძელებულიყო ხუთი ან ათი წუთით დიდხანს, გამორიცხული არაა, რომ შეხვედრა დამთავრებულიყო ანგარიშით 6:0 ან 7:0.

– ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ”ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია?

– არა. მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ”ინტერია”. მათ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში