workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა კონტრაქტს იანვარში მოაწერს ხელს

გვარდიოლა კონტრაქტს იანვარში მოაწერს ხელს

AS-ის ინფორმაციით, ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, კონტრაქტის განახლებაზე, უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს.
ესპანური გამოცემის ცნობით, მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით. ასე რომ, გვარდიოლას სხვა კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორები, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია იანვარში გავრცელდება. თუმცა, წინასწარ ცნობილია, რომ კონტრაქტი ე.წ. ”ყოველწლიური განახლების პრინციპზე” დაყრდნობით გაფორმდება: 1+1+1.
39 წლის ხოსეპ გვარდიოლა, ”ბარსელონას” სათავეში 2008 წელს, ორი წლით დაინიშნა. 2010 წელს, მან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. ამ პერიოდის განმავლობაში, კლუბმა მისი ხელმძღვანელობით ორჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, ერთხელ ესპანეთის თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ასევე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში