workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
L’Équipe–ს 2010 წლის გუნდი

L’Équipe–ს 2010 წლის გუნდი

ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა “L’Équipe”–მ დაასახელა თავისი 2010 წლის გუნდი, რომელიც 11 იდეალური ფეხბურთელისგან შედგება. ამ 11 იდეალურ ფეხბურთელს შორის კი 5 (ყველაზე მეტი ერთი გუნდიდან) “ბარსას” ფეხბურთელია: ხერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და რაღა თქმა უნდა, ლეო მესი.

დაცვაში “ბარსადან” ხერარდ პიკე მოხვდა, რომელიც კარლეს პუიოლთან შეთანხმებული თამაშით არის ცნობილი. მან “ბარსაშიც” და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2010 წელს შესანიშნავად ითამაშა.

ნახევარდაცვაში კატალონიური კლუბიდან სამი ფეხბურთელი მოხვდა. სერხიო ბუსკეცი, რომელიც თავის კლუბშიც და ნაკრებშიც დაცვისთვის 2010 წელს ერთ–ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ. იგი ცარიელ სივრცეებს ავსებს, კარგად ხმარობს თავს და რაც მთავარია, ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. ალბათ ჩავისა და ინიესტას ცალ–ცალკე ხსენება არ იქნება კარგი და მოდით ვთქვათ, ჩავიესტა – საუცხოო ფეხბურთელები, ერთმანეთის განუყოფელი ნაწილები, რომლებიც ფეხბურთის განსაკუთრებული სტილის სიმბოლოებად იქცნენ.

თავდამსხმელი კი მხოლოდ ლეო მესია, რომელიც ფრანგულმა ჟურნალმა ასე დაახასიათა: ფეხბურთელი, რომელიც არაჩვეულებრივს ნორმალურად აქცევს. მისი მოედანზე ხილვა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის საჩუქარია.

სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: იკერ კასილიასი (რეალ მადრიდი), მაიკონი (ინტერი), ხერარდ პიკე (ბარსელონა), ლუსიო (ინტერი), ფაბიო კოენტრაო (ბენფიკა), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), უესლი სნეიდერი (ინტერი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), ჩავი ერნანდესი (ბარსელონა), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა) და ლეო მესი (ბარსელონა).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში