ბრიტანულმა გაზეთმა The People განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგის გუნდი ლონდონის “ჩელსი” დაინტერესებულია “ბარსა ბ-ს” ნახევარმცველით, სერხი რობერტოთი.
რობერტოს, რომელსაც “ბარსელონასგან” ახალი კონტრაქტის შეთავაზება ჯერ არ მიუღია, ამჟამინდელი ხელშეკრულება 2012 წლამდე აქ გაფორმებული.
სერხი რობერტოს დებიუტი, “ბარსას” პირველ გუნდში, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს შედგა სამეფო თასის მატჩში “ბარსელონასა” და “სუეტას” შორის. ამ თამაშში 20 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა. იგი ძალიან კარგად გამოიყურება “ბარსელონა ბ-ში”, მაგრამ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ტიაგო ალკანტარა და ჯონათან დოს სანტოსი საეჭვოს ხდიან სერხი რობერტოს მომავალს პირველ გუნდში.

“ჩელსი” სერხი რობერტოსთვის იბრძოლებს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

