workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსა” არ ეთანხმება ფედერაციას

”ბარსა” არ ეთანხმება ფედერაციას

კატალონიური გამოცემა ”El Mundo” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას სურს მიიღოს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა კლუბი ვალდებული იქნება ღამე გაატაროს იმ ქალაქში, სადაც მომდევნო დღეს თამაში უნდა გამართოს. გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს მიღებული. 

”ბარსელონამ” გაკვირვება გამოხატა ახალ წესთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში უახლოეს მომავალში შევა და რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება ”ლურჯ-ნარინჯისფერთა” ინტერესებს. ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ”ბარსელონა” დანიშნულების ადგილას თამაშის დღეს ჩადის.
”ჩვენ ძალიან გაკვირვებულები ვართ იქედან გამომდინარე, რომ ეს წესი კონკრეტულად ჩვენსკენაა მომართული. ფაქტიურად ეს კანონი მხოლოდ ”ბარსასთვის” დაიწერა. ჩვენ გვაქვს ტრადიცია. გაუგებარია, თუ როგორ შეუძლია ფედერაციას მხოლოდ ერთი წევრის ინტერესების წინააღმდეგ წავიდეს”- განაცხადა ”ბარსელონას” პრეს სპიკერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კლუბი ყველა შესაძლო ღონეს მიმართავს, რომ პეპ გვარდიოლას წესები ხელშეუხებელი დარჩეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში