ცნობილი საფეხბურთო აგენტი დიმიტრი სელიუკი ნახევრად ხუმრობით აცხადებს, რომ თუ ლიონელ მესი რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებდა, ის ამდენ გოლს ვერ გაიტანა.
“შემიძლია წარმოვიდგინო მესი მოსკოვის ცსკა-ში. ეს ხუმრობით. თუმცა, თუ ასეთი რამ მოხდება, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის რუსეთის პრემიერ ლიგაში ბევრ გოლს გაიტანს.
როდესაც ლეო თამაშობს, ევროპელი მსაჯები მას უფრთხილდებიან, რადგან მათ ესმით, რომ საქმე დიდ ფეხბურთელს ეხება. რუსეთში ასეთ რამეს ვერ ნახავთ. როდესაც “ამკარის” ფეხბურთელები ფეხებში რამდენჯერმე ჩაარტყამენ, მესის დაავიწყდება, როგორ უნდა გაიტანოს გოლები.
ახლა კი სერიოზულად – დარწმუნებული ვარ, რომ მესი კარიერის ბოლომდე “ბარსელონაში” ითამაშებს. კლუბი მას არსად გაუშვებს და მის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ეს ასე იქნება. “ბარსელონა” უკვე მესისთანაა იდენტიფიცირებული. ეს ფეხბურთელი არა ოქროსი, არამედ ბრილიანტის ბურთით უნდა დაჯილდოვდეს. მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.”