workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი გამარჯვებით კმაყოფილია

როსელი გამარჯვებით კმაყოფილია

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა მცირე კომენტარი გააკეთა, რომელშიც გუნდის გამარჯვებით კმაყოფილება გამოთქვა და ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოს, რომელიც “ესპანიოლის” დირექტორებმა “ბარსას” ხელმძღვანელობას დაახვედრეს…

როსელმა “ბარსაზე” ასეთი კომენტარი გააკეთა: “ყველა შეხვედრა რთულია, მაგრამ ამ გუნდმა იცის, თუ როგორ უნდა გახადოს იგი მარტივი.”

გუშინ, სანდრო როსელი “კორნელია ელ პრატის” პრეზიდენტის რანგში პირველად ესტუმრა. მან დირექტორთა შტაბს დიდი მადლობა გადაუხადა: “აქ ჩვენ ჩინებულად დაგვხვდნენ და გაგვიმასპინძდნენ. ამისათვის მე მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.”

პრეზიდენტმა თავისი აზრი დააფიქსირა იმ დაპირისპირებაზე, რომელიც “ესპანიოლსა” და “ბარსას” შორისაა: “ჩვენ მეზობლები ვართ. “ესპანიოლის” ძალიან ბევრი მხარდაჭერი “ბარსას” გულშემატკივრებთან მეგობრობს – დაპირისპირება მოედანზეა, ხოლო მოედნის გარეთ ყველაფერი სხვაგვარადაა. ისინი დღეს ჩვენ ძალიან კარგად დაგვხვდნენ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში