workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ესპანიოლი” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ესპანიოლი” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

ხოსეპ გვარდიოლა გვპირდება, რომ მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს ”ესპანიოლის” დასამარცხებლად. უახლოესი ძლიერი გამოწვევა პეპის გუნდისთვის ”ესპანიოლთან” გასამართი დერბია: ”მატჩი მაყურებლებისთვის ნამდვილი სანახაობა იქნება”.

შექება ”ესპანიოლს”
პეპი აქებს მაურისიო პოჩეტინოს გუნდს და აღნიშნავს შესანიშნავ თამაშს, რასაც მიმდინარე სეზონში ”თუთიყუშები” აჩვენებენ: ”ეს იქნება ძალიან ლამაზი თამაში. ”ესპანიოლი” კარგ ფეხბურთს თამაშობს. ისინი თამაშობენ პრესინგს და შეუძლიათ დაცვიდან შეტევაში სწრაფად ბურთის გადატანა, რაც ისეთი ფეხბურთელების დამსახურებაა, როგორებიცაა ვერდუ და კალეხონი. ”ესპანიოლი” ძალიან საინტერესოდ თამაშობს”.

ბევრი ვისწავლე ამ ”ესპანიოლისგან”
”ბარსელონას” მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ”ესპანიოლის” წარმატების მთავარი შემოქმედი მაურისიო პოჩეტინოა: ”ამ გუნდმა დიდი სამუშაო გააკეთა. სწორედ ამიტომაც იმყოფებიან პრიმერა დივიონში მე-4 საფეხურზე. პოჩეტინომ გუნდს კარგი დინამიკა შემატა, რომელიც ფეხბურთელებმა კარგად გაიგეს. მათგან მე ბევრ რამეს ვსწავლობ. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ძალიან სწრაფად და ძლიერი პრესინგით, რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში