workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Mister Magic

დიახ, არ მინახავს 1970 წლის ბრაზილიის ნაკრები, არც 70-იანი წლების “აიაქსი”, არც 80-იანი წლების ბოლოს აბობოქრებული “მილანი”, მითუმეტეს 50-ანი წლების უნგრეთი. არც მადრიდის “რეალი” ოქროს ხანაში, თავისი დი სტეფანოთი, პუშკაშითა და ჰენტოთი, მაგრამ იმათგან რაც მინახავს, დღევანდელი “ბარსელონა” საუკეთესოა.
ბლაუგრანა რომ აიძულო ერთდროულად სამი ბურთით ითამაშოს, მგონი ისევე შეუდარებელი იქნება, როგორიც ამჟამადაა. ამ გუნდთან პაექრობისას, წარმატების მისაღევად ერთბურთიანი ფორა საკმარისი ნამდვილად არ არის.
გუშინ გვარდიოლამ შეგირდების მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა: “წელს, ბევრად უკეთესად ვთამაშობთ, ვიდრე ოდესმე. აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ფეხბურთელებით, ისინი მოედანზეც ერთი სიტყვით უგებენ ერთმანეთს. “ბარსელონას” მოთამაშეებთან მუშაობა ნამდვილი პრივილეგიაა. თუმცა, ჩვენ კიდევ შეგვიძლია სრულყოფა”.
რაა? მეტი რაღა სრულყოფა უნდა გუნდს? პეპი თავის სტიქიაშია – ამბიციური და მოკრძალებული. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია გვარდიოლას გუნდის ჯადოქრობებით დავტკბეთ, ისტორიაში საუკეთესო “ბარსათი”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward