1 იანვარი–დიდი ხნის შესვენების შემდეგ ინიესტას ექიმებმა მოედანზე დაბრუნების ნება დართეს. როგორც მოგეხსენებათ მან ტრავმა კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მიიღო და დიდი ხანი ვერ ეხმარებოდა თავის გუნდს.
19 იანვარი–გავიდა 9 თვე იმის მერე, რაც “ბარსელონა” ბოლოს დამარცხდა ინიესტასთან ერთად.
6 თებერვალი–ანდრესს 25 წელი უსრულდება და ამავე დღეს ლა ლიგაში “ბარსას” მაისურით მე–200 მატჩში იღებს მონაწილეობას.
20 თებერვალი–თავის კარიერის მე–300 შეხვედრაში ანდრესს გააქვს გოლი.
27 მარტი–იღებს ტრავმას “მალიორკასთან” მატჩში.
5 აპრილი–ექიმები მას “არსენალის” წინააღმდეგ თამაშის ნებას რთავენ.
13 აპრილი–მას მიღებული ტრავმა ურთულდება და მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს.
16 მაისი–ბრუნდება მოედანზე და ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში ეხმარება თავის კლუბს “ვალიადოლიდის” დამარცხებაში და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში.
20 მაისი–ვისენტე დელ ბოსკემ ანდრესი ნაკრებში გამოიძახა მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
20 მაისი–ამხანაგური შეხვედრისას ინი კვლავ ტრავმას იღებს, თუმცა “მუნდიალის” დაწყებამდე იშუშებს და ბრუნდება.
16 ივნისი–ინიესტა კიდევ ერთხელ იღებს ტრავმას ამჯერად უკვე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ.
21 ივნისი–ანდრესი იძულებულია გამოტოვოს შეხვედრა ჰონდურასთან.
25 ივნისი–ინიესტა ბრუნდება და თავისი გოლით ეხმარება ნაკრებს ჩილეს დამარცხებაში და 1/8 ფინალში გასვლაში. ფიფამ იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
29 ივნისი–ანდრესის და ჩავის კომბინაციის შემდეგ პროტუგალიის კარი ვილამ აიღო და გუნდი 1/4 ფინალში გაიყვანა.
3 ივლისი–ინიესტა კიდევ ერთხელ ეხმარება თავის გუნდს, ამჯერად პარაგვაის დამარცხებაში. ფიფამ იგი კვლავ მატჩის საუკეთესოდ აღიარა.
7 ივლისი–ესპანეთის ნაკრები გადის ფინალში.
12 ივლისი–ანდრესის გოლის წყალობით ესპანეთი ამარცხებს ჰოლანდიას და ისტორიაში პირველად ხდება მსოფლიოს ჩემპიონი. ფეხბურთის ფედერაცია ინის კიდევ ერთხელ ასახელებს შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ.
21 აგვისტო–ფეხბურთელი ეხმარება “ბარსელონას” სეზონის პირველი ტიტულის მოპოვებაში.
29 აგვისტო–ესპანეთის ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში ინიესტა გოლის გატანას ახერხებს.
16 ოქტომბერი–ანდრესის გოლი ეხმარება “ბლაუგრანას” “ვალენსიას” დამარცხებაში.
11 ნოემბერი–ინიესტა თავის მაისურს “ესპანიოლს” ჩუქნის. შეგახსენებთ, რომ მაისური ხარკეს ხსოვნასთან იყო დაკავშირებული.
16 ნოემბერი–იგი მონაწილეობს რეკლამაში
20 ნოემბერი–ანდრესს გაავს მეორე გოლი ფანტასტიკურ მატჩში “ალმერიას” წინააღმდეგ.
29 ნოემბერი–ინიესტა აძლევს ჩავის საგოლე პასს რის შემდეგაც ანგარიში 1:0 ხდება. იმ შეხვედრაში “ბლაუგრანამ” “რეალი” გაანადგურა ანგარიშით 5:0.
6 დეკემბერი–ფეხბურთელი შევიდა სამეულში და აგრძელებს ბრძოლას “ფიფას ოქროს ბურთისთვის”.



