”რეალ სოსიედადის” მთავარ მწვრთნელს, მარტინ ლასერტეს იოჰან კრუიფის ”ბარსელონას” წინააღმდეგ 2-ჯერ აქვს ნათამაშები ფეხბურთელის ამპლუაში. ეხლა მას მთავარი მწვრთნელის რანგში მოუწევს გვარდიოლას ”ბარსელონას” წინააღმდეგ შეხვედრა.
”რეალ სოსიედადი” მიემგზავრება ”ნოუ კამზე” პრიმერა დივიზიონის მე-6 ადგილით და ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი მთავარ მწვრთნელ, მარტინ ლასარტეს: ”მე ძალიან გამიმართლა და 2-ჯერ ვითამაშე იოჰან კრუფის ”ბარსელონას” წინააღმდეგ. ეს იყო უჩვეულოდ ძნელი, განსაკუთრებით ისეთი ფეთქებადი ადმიანისთვის, როგორიც მე ვარ. ისინი ძალიან სწრაფები იყვნენ. ეხლა კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ”ბარსა” 90-იანი წლების ”ბარსელონაზე” ძლიერია”.
0-4 დასაწყისში
პირველად ლასარტე ”ოცნების გუნდს” ”დეპორტივოს” რიგებში, პრიმერა დივიზიონის მე-10 ტურში, 1991-92 წლის სეზონში შეხვდა. მაშინ კრუიფის გუნდმა ”დეპორი” 0-4 გაანადგურა კუმანის, სტოიჩკოვის, ლაუდრუპის და ბეგირისტაინის გოლების წყალობით. ლასარტემ 90 წუთი ითამაშა, პეპ გვარდიოლა მატჩის 68-ე წუთზე შეცვალეს.
გამანადგურებელი გამარჯვება ”ნოუ კამზე”
იმავე ჩემპიონატის მეორე წრეში ”დეპორი” განადგურა ”ნოუ კამპზე”. ”ბლაუგრანადან” გოლები სტოიჩკოვმა, ბაკერომ და 2-ჯერ სალინასმა გაიტანეს. ”დეპორტივოდან” გოლი მიროსლავ ჟუკიჩმა გაიტანა.



