workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსიაში” მუნირის დებიუტი შედგა

“ვალენსიაში” მუნირის დებიუტი შედგა

გუშინ თამაში გამართა “ვალენსიამ”, რომელის რიგებშიც დებიუტი ჰქონდა “ბარსელონადან” განათხოვრებულ მუნირ ელ ჰადადის.

ვალენსიურმა კლუბმა “რეალ ბეტისთან” მატჩი 2-3 დათმო, ხოლო მუნირი მატჩს 63-ე წუთიდან ჩაერთო. როცა მუნირი შემოვიდა, “ვალენსია” უკვე კაცნაკლული იყო, რადგან მოედნიდან ენცო პერესი იყო გაგდებული, ანგარიში კი 0-2 იყო.

მუნირს გატანის ორი კარგი შანსი ჰქონდა. ჯერ მისი შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო მეორე კი თამაშის ბოლოს, როცა მისი დარტყმული ადანმა მოიგერია.

საბოლოოო ჯამში, მუნირმა კარგად ითამაშა, მისი შემოსვლის შემდეგ გუნდმა გაათანაბრა, თუმცა ბოლო წუთზე რუბენ კასტრომ მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა.

[media=https://www.youtube.com/watch?v=BsaDHoiImHA]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward