”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სასპონსორო შეთანხმებას მიაღწია ”Qatar Foundation”-თან.
”Catalunya Ràdio”-ს ცნობით კონტრაქტი 5 წლიანი იქნება. ”ბარსელონას” მოგება კი 166 მილიონ ევროს შეადგენს. კლუბი ყოველწლიურად 33 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბი მიიღებს ბონუსებს ყოველი მოგებული ტიტულის შემდეგ. ”unicef”-ის ლოგოს შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ეს შეთანხმება ”ბარსელონას” გახდის მსოფლიოში პირველ კლუბად, რომელიც სპონსორისგან ამ რაოდენობის თანხას მიიღებს. ”მანჩესტერ იუნაიტედი” და ”რეალი” სპონსორისგან ყოველწლიურად 23 მილიონ ევროს იღებენ, ხოლო ”ბაიერნი” 16 მილიონ ევროს.
ოფიციალური პრეზენტაცია სანდრო როსელის და ”Qatar Foundation”-ის და ”unicef”-ის მონაწილეობით 13 დეკემბერს, ესპანური დროით 17 საათზე შედგება.
”რეალ სოსიედადთან” მატჩში ”ბარსელონა” უკანასკნელად (ამ სეზონში) ჩაიცმევს ფორმას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის ლოგოთი.



