მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგენტი: “ნეიმარი პსჟ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო”

აგენტი: “ნეიმარი პსჟ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო”

“ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერის, ნეიმარ ჟუნიორის აგენტი ვაგნერ რიბეირუ ადასტურებს, რომ გასულ ზაფხულში, მისი შეძენის სურვილს “პარი სენ ჟერმენი” გამოთქვამდა და ფრანგები მზად იყვნენ ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა, 190 მილიონი ევრო გადაეხადათ.

“ნეიმარი პსჟ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. პარიზელები მზად იყვნენ, მისთვის, წელიწადში 40 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა, ფეხბურთელმა “ბარსელონაში” დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ ის აქ უფრო ნაკლებს გამოიმუშავებს.

“პარი სენ ჟემრენი” მზად იყო “ბარსელონათვის” 190 მილიონი ევრო გადაეხადა. ნეიმარით “მანჩესტერ იუნაიტედიც” იყო დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელის შეძენას ყველაზე მეტად პსჟ მიუახლოვდა.” – ციტირებს რიბეირუს სიტყვებს ESPN.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში