workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა აფრიკის საუკეთესო  ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებს

კეიტა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებს

კატალონიის “ბარსელონასა” და მალის ნაკრების ნახევარმცველი, სეიდუ კეიტა არის იმ 5 კაციან სიაში, რომლებიც 2010 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ. კეიტას გარდა პრეტენდენტები არიან: სამუელ ეტო’ო , რომელსაც ეს პრიზი 3–ჯერ აქვს მოგებული, კოდ დიუარელი დიდიე დროგბა, განელი ასამოა გიანი და ასევე დროგბას თანამემამულე სალომონ კალუ. ამ ჩამონათვალში, კეიტა ერთადერთი ფეხბურთელია ,რომელსაც 2010 წლის აფრიკის მუნდიალზე არ უთამაშია.

აფრიკის ფეხბურთის ფედერაცია ამ ჩამონათვალს 2 ფეხბურთელამდე შეამცირებს 11 დეკემბერს. ფეხბურთელი, რომელიც მიიღებს ხმების ყველაზე დიდ რაოდენობას, მწვრთნელებისა და 53 ქვეყნის(რომლებიც თანამშრომლობენ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციასთნ) ეროვნული ნაკრებების კაპიტნების გამოკითხვის შედეგად, გახდება აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

ცნობისთვის კეიტას მალის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 55 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი ,ხოლო “ბარსაში” ჩატარებულ 71 მატჩში 11 გოლი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward