ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დასრულებიდან დაახლოებით ორ საათში, კატალონიის “ბარსელონას” კალენდარიც გახდა ცნობილი. ლუის ენრიკეს გუნდი ჯგუფს “სელტიკთან” სახლში გასამართი მატჩით გახსნის და “გლადბახთან” ასევე საკუთარ კედლებში დაასრულებს.
ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონას” კალენდარი ასე გამოიყურება:
13.09.16 – ბარსელონა-სელტიკი
28.09.16 – გლადბახი-ბარსელონა
19.10.16 – ბარსელონა-სიტი
01.11.16 – სიტი-ბარსელონა
23.11.16 – სელტიკი-ბარსელონა
06.12.16 – ბარსელონა-გლადბახი
როგორც ხედავთ, ჯგუფის მთავარი მატჩები მე-3 და მე-4 ტურში გაიმართება, როდესაც ერთმანეთს “ბარსელონა” და პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან. დიდი ალბათობით, ჯგუფის გამარჯვებულის ბედს სწორედ ეს თამაშები გადაწყვეტს.