workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გვარდიოლა: ”მესი საუკეთესოა, მაგრამ ჩავი და ინიესტაც იმსახურებენ ჯილდოს”

გვარდიოლა: ”მესი საუკეთესოა, მაგრამ ჩავი და ინიესტაც იმსახურებენ ჯილდოს”

”-ჩვენ ამ თემაზე ბევრჯერ გვისაუბრია გასული თვეების განმავლობაში. მე არ ვფიქრობ ამ საკითხზე, უბრალოდ სასიხარულოა, რომ სამივე ფინალისტი ”ბარსელონელია”.”

”-ეს არის უდიდესი წარმატება, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ლუის არაგონესი და ვისენტე დელ ბოსკე, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს, რათა მსოფლიო ჩემპიონატის თასი ესპანეთში ჩამოეტანათ.”

”-მიუხედავად იმისა, რომ მესიმ ვერ მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებას მის ნაკრებთან ერთად, მე მაინც მიმაჩნია, რომ ის საუკეთესოა, მაგრამ ჩავიც და ინიესტაც იმსახურებენ ჯილდოს, იმის გამო, თუ რამდენად დიდი როლი აქვთ მათ თამაშში. ისინი მაგალითები არიან იმისა, თუ როგორ უნდა იყოს მომზადებული ფეხბურთელი მენტალურად და როგორი საბრძოლო სულისკვეთება უნდა ქონედს მას. რთული იქნება ფეხბურთელების ისეთი თაობის მოძიება, რომლები ამდენი ხნის განმავლობაში ასე კარგად თამაშობენ.”

”- ეს იქნება ისტორიული შემთხვევა, და ამით კლუბის ყველა წევრმა უნდა იამაყოს. ჩვენთვის ეს არის უდიდესი პატივი, და მთლიადან ესპანეთი უნდა იყოს გახარებული ამ სიახლით. ”შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს ”ლა მასიაში” დატვირთული მუშაობის შედეგად მიღწეული კულმინაცია, გვარდიოლამ უპასუხა: ”არ მომწონს სიტყვა ”კულმინაცია”, იმიტომ რომ ჩვენი სამუშაო აქ არ მთავრდება. ეს მუდმივი პროცესია.”

”- ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ბავშვებს და სულგრძელები ვიყოთ მათ მიმართ. იქნება ისეთი მომენტები, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მოხდება და შესაბამისად, ეჭვები ამ იდეის ირგვლიც მომრავლდება, მაგრამ ამ დროს წარსულს თვალს გადავავლებთ და გავიხსენებთ, თუ რამდენად დიდი როლი ითამაშა მან ”ბარსელონას” წარმატებაში.”

როდესაც შეკითხვა დაუსვეს თავის ნომინაციაზე (წლის საუკეთესო მწვრთნელი), გვარდიოლამ მხრები აიჩეჩა: ”-გაოცებული ვარ, იმით, რომ მეც მოვხვდი ამ ნომინაციაში. ვთვლი, რომ მაურინიოც და დელ ბოსკეც უფრო მეტად იმსახურებე ამ ჯილდოს. ერთმა ყველაფერს მიაღწია კლუბურ დონეზე, ხოლო მეორემ მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩემი ნომინირება, უბრალოდ იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად კარგად მოქმედებს ჩვენს რეპუტაციაზე”ბარსელონაში” მუშაობა”.შეკითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანი იყო ფეხბურთელების წარდგენა ამ ნომინაციაზე, მათი მიღწევების მიხედვით, გვარდიოლამ უპასუხა: ”ეს გადასწყვეტილება მიიღო უამრავმა ადამიანმა, რომლებიც გამოცდილები არიან ამ საკითხში. ასე რომ, რთული იქნება მათ გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა. მე ვთვლი, რომ სამართლიანია, რადგან შეიძლება სხვა გზითაც წავსულიყავით: სნეიდერი, ფორლანი, კასილიასი, დიეგო მილიტო.”

როდესაც თემა შეეხო ”ოსასუნასთან” გამართული მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას, პეპმა განაცხადა, რომ მისი მიზანი არ იყო, ამ ყველაფერს პოლიტიკური ინტერპრეტაცია მისცემოდა: ”შაბათს, მე ყველაფერი ვთქვი ჩემი კუთხით. ეს იყო ძალიან დაძაბული დღე, თუმცა კლუბმა, ისევე როგორც ფედერაციამ, ჩემი ნათქვამის რატიფიცირება მოახდინა. მე არავის არაფერში არ ვარწმუნებ, და თანახმა ვარ მოვისმინო ჩემს მიმართ გამოთქმული კრიტიკა. ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია.”

”-საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ფედერაციაში განსაკუთრებული პრივილეგიებით ვსარგებლობთ, თუმცა ყველა გუნდი თანაბარ პირობებშია და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ჩვენი სიძლიერე მინდორზე თამაშში გამოიხატება, და თუ ვინმე სხვანაირად თვლის, მე მას აზრს ვერ შევაცვლევიებ. მე ვმწვრთნელობდი მესამე დივიზიაში , და მაშინ ჩვენ საჰაერო ტრანსპორტით არ ვმოგზაურობდით. მე ვთამაშობ ბავშვობიდან და მიმგზავრია ყველა შესაძლო ტრანსპორტით.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward