workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეში:”ჩვენს გუნდს საზღვარი არ აქვს”

ალვეში:”ჩვენს გუნდს საზღვარი არ აქვს”

კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა, დანიელ ალვესმა კომენტარი გააკეთა თავის ამჟამინდელ კლუბზე და მისი კლუბიდან წასვლა არ წასვლის საკითხზე.
ალვეში მიიჩნევს, რომ “ბარსასთვის” შეუძლებელი არაფერია. სანამ “ელ კლასიკო” გაიმართებოდა, ერთი პორტუგალიელი ადამიანი იძახდა, რომ “ბარსელონას” წაუგებელი სერია 29 ნოემბერს დასრულდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ასე არ მოხდა, ამ დღეს “ბლაუგრანამ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და უმოსწალოდ გაანადგურა(5:0).

“ჩვენ გუნდს არ აქვს ზღვარი. “ბარსას” შეუძლია, რომ დაამარცხოს ნებისმიერი გუნდი.”-იტყობინება ალვეშის სიტყვებს “barcaTV”.

ბრაზილიელმა ასევე კომენტარი გააკეთა კლუბიდან წასვლაზე და ლეო მესიზე: “ჩემთვის მესი ცოცხალი ლეგენდაა. იგი ჩვენს გაოცებას ყოველთვის ახერხებს. რაც შეეხება კლუბიდან წასვლის საკითხს, მე კიდევ მაქვს გუნდთან დარჩენილი კონტრაქტის ვადა. ამჟამად, ჩემი მთავარი პრიორიტეტია “ბარსელონაში” დარჩენა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში