workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მზადება ”ჩემპიონთა ლიგისა” და ”ლა ლიგის” მატჩებისთვის

მზადება ”ჩემპიონთა ლიგისა” და ”ლა ლიგის” მატჩებისთვის

შობის დასვენების მოახლოებასთან ერთად, გუნდს საკმაოდ დატვირთული კვირა ელის. ”ბარსელონა” სამაშაბათს ”რუბინს” მასპინძლობს, ხოლო კვირას ”რეალ სოსიედადს”. მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად გუნდს ჯამში ექვსჯერ მოუწევს ვარჯიშის გამართვა.

ორშაბათის მზადება ”ჩემპიონთა ლიგისთვის”
ერთ დღიანი დასენების შემდეგ, გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა ”სიუტატ ესპორტივაზე”, და არა ”კამპ ნოუზე”, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ჩვეული პრეს კონფერენცია, რომელსაც ”კამპ ნოუს” პრეს დარბაზში გამართავენ პეპ გვარდიოლა და ერიკ აბიდალი, შედგება საღამოს, 19:15 საათზე.

ერთი ღამე სასტუმროში
ფეხბურთელები ორშაბათს კვლავ შეიკრიბებიან, ამჯერად 20:30 საათზე, რის შემდეგაც ისინი გადაინაცვლებენ სასტუმროში. სამშაბათს დაგეგმილია მსუბუქი ვარჯიში ”კამპ ნოუზე”. ხოლო მატჩი ”რუბინთან” გაიმართება ესპანეთის დროით 20:45 საათზე.

დასვენება ხუთშაბათს
ფეხბურთელები ”სიუტატ ესპორტივას” დაუბრუნდებიან ოთხშაბას, ესპანეთის დროით 11:00 საათზე, რის შემდეგაც მათ ექნებათ ერთ დღიანი დასვენება, და პარასკევს ისინი ”რეალ სოსიედადთან” მატჩისთვის დაიწყებენ მზადებას.

სამი დღე ”რეალ სოსიედადთან” თამაშამდე
გვარდიოლას სამი დღე ექნება ”რეალ სოსიედადთან” მატჩისთვის მოსამზადებლად. პარასკევსა და შაბათს გუნდი ვარჯიშს გამართავს 11:00 საათზე, ”სიუტატ ესპორტივაზე”. ხოლო, ბოლო ვარჯიში გაიმართება ”კამპ ნოუზე”, კვირას, 11:30 საათზე. თამაში ”ბარსელონასა” და ”რეალ სოსიედადს” შორის დაიწყება ესპანეთის დროით 21:00 საათზე.

პ.ს. ”რუბინთან” მატჩს განსჯის შვედი რეფერი, იონას ერიკსონი. მას ასისტირებას გაუწევენ მანგუს შობლომი და მატიას კლასენიუსი. მეოთხე მსაჯის ფუნქციას შეითავსებს მარკუს სტომბერგსონი. ხოლო დამატებითი მსაჯები იქნებიან დანიელ სტალჰამარი და ტობიას მატსონი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში