იმისათვის, რომ მოედანზე ერთად იხილოთ ორი უდიდესი ფეხბურთელი, თქვენ არ მოგიწევთ ლოდინი 17 აპრილამდე, როდესაც უნდა გაიმართოს მომდევნო ”ელ კლასიკო”. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ 9 თებერვალს, ლონდონში, ”ემირატების” სტადიონზე, გაიმართება ამხანაგური მატჩი არგენტინისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის. მართალია, ამხანაგური მატჩი არაფერია, გარდა ”ამხანაგურისა”, თუმცა, როდესაც მოედანზე რონალდუ და მესი არიან, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ეს ორი ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს იმის დასამტკიცებლად, რომ არამარტო კლუბში, არამედ ნაკრებშიც საუკეთესონი არიან.
აღნიშნული თამაში იმითაცაა საინტერესო, რომ ეს ორი ქვეყანა უკვე სამი ათწლეულია, რაც ერთმანეთს არ შეხვედრია. ბოლო შეხვედრა არგენტინისა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის შედგა 1972 წელს. ეს უკანასკნელი ევროპელების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.

მესი და რონალდუ ერთმანეთის პირისპირ თებერვალში
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


