workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი “პამპლონურ” განაცხადში მოხვდა

მესი “პამპლონურ” განაცხადში მოხვდა

ლეო მესი მოხვდა იმ 19 კაციან განაცხადში, რომლებიც პამპლონაში, ადგილობრივი “ოსასუნას” წინააღმდეგ გამართავენ მატჩს. პირველი გუნდის 18 კაცთან ერთად გუნდის განაცხადშია “ბარსა ატლეტიკის” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა. გუნდმა დღეს დილით ჩაატარა ვარჯიში, სადაც საბოლოოდ განადწყდა, რომ პამპლონაში ლეო მესიც გაემგზავრებოდა. მისი თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.რაც შეხება გაბრიელ მილიტოს, იგი კვლავ არ არის სრულიად გამოჯანმრთელებული და ძნელად სავარაუდოა მისი თამაში “ოსასუნასთან”. გაბი ისევ ცალკე, სპორტულ დარბაზში ვარჯიშობდა. დღევანდელი ვარჯიში დავიდ ვილიას დაბადების დღის მილოცვებით დაიწყო. “ელ გუახეს” დღეს 29 წელი შეუსრულდა. მთელი გუნდი ულოცავდა, მანამდე სანამ ბურთის დაჭერაზე ვარჯიში და პოზიციური დავალებების შესრულება არ დაიწყო. გუნდი პამპლონაში ხვალ დილით გაფრინდება და საღამოს ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მატჩს გამართავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში