”ბარსას” ფილოსოფიამ, რომელიც მას განუმეორებელ კლუბად აქცევს ორშაბათს დაამტკიცა თავისი უპირატესობა მოწინააღმდეგის ფილოსოფიასთან. ყველამ დაინახა, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი შედგება იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც ”ლა მასიაში” გაიზარდნენ.
10 კანტერანო
ორშაბათს 10-მა ფეხბურთელმა, რომლებიც ”ლა მასიაში” გაიზარდნენ აქტიური მონაწილეობა მიიღეს ”რეალის” განადგურებაში. გვარდიოლამ ძირითად შემადგენლობაში 8 კანტერანო დააყენა. ყველა მათგანი თავის პოზიციაზე საუკეთესო იყო. კარებში ვალდესი, დაცვაში პიკე – პუიოლის დუეტი, ნახევარდაცვაში ბუსკეტსი – ჩავი – ინიესტა, ხოლო შეტევაში მესი და პედრო. ასევე არ შეიძლება ბოიანის და ხეფრენის დავიწყება, რომლებიც შეცვლაზე შემოვიდნენ. მე-5 გოლი ”რეალის” კარში ხეფრენმა გაიტანა, ხოლო საგოლე გადაცემა ბოიანმა გაუკეთა.
გოლები კანტერანოების შესრულებით
ყველა გოლი კასილიასის კარში გავიდა კანტერანოების მონაწილეობით. პირველი ორი გოლი ჩავიმ და პედრომ გაიტანეს. შემდეგი ორი ვილიამ გაიტანა, მაგრამ მესის ორი გენიალური გადაცემის შემდეგ. მე-5 გოლი კი ხეფრენი ბოიანის წყვილმა შექმნა.
რომიდან 29 ნოემბრამდე
ის სტილი, რომლითაც ”ბარსა” თამაშობს გაჟღენთილია მისი ფილიალის ყველა ფეხბურთელის სისხლში. ასევე შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ რომის ფინალში ძირითად შემადგენლობაში 8 კანტერანო დააყენა, ასევე 8 კანტერანომ ითამაშა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი. ისტორია განმეორდა 29 ნოემბერს, მადრიდის ”რეალთან” მატჩში.
აქვე მინდა შემოგთავაზოთ ძალიან კარგი ვიდეო
[media=http://www.youtube.com/watch?v=fvBcF0Sml7Q]



