“ბარსელონას” თავდამსხმელმა დავიდ ვილამ მადრიდის “რეალთან” მატჩში დუბლი შეასრულა. მას კასილიასისთვის ადრეც ჰქონდა გატანილი, მაგრამ კლასიკოში – არასდროს.
“ამ გამარჯვების მნიშვნელობა ძნელი შესაფასებელია – ჩვენ მოვიპოვეთ სამი ქულა, რომელმაც სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცევის საშუალება მოგვცა”, – განაცხადა ვილამ.
“რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოვიპოვეთ ჩვენ ეს გამარჯვება. ეს “ბარსელონას” სტილის ტრიუმფია. მადრიდელებმა ჩვენს ნახევარდაცვას ვერაფერი დაუპირისპირეს. ცნობილია, რომ გუნდის ნახევარდაცვა ჩვენი მთავარი ძალაა. ამის გარდა, თქვენ შეგიძლიათ ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებს შეხედოთ – ეს ბრწყინვალეა.” შეგახსენებთ, რომ “ბარსას” ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 67 იყო, ხოლო “რეალის” – 33.
“ზამთარი ახლა იწყება და მაისამდე დიდი დროა. საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მატჩების მოგება”, – აგრძელებს “ბლაუგრანას” მეშვიდე ნომერი.
“ეს ჩემი პირველი “ელ კლასიკო” იყო. ბედნიერი ვარ, რომ შევძელით გამარჯვების მოპოვება ჩვენს სტილში, თამაშის ჩვენებური ხედვით. კარგია, რომ ორი გოლის გატანა შევძელი. ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ისიც გაიტანდა”, – განაცხადა დავიდ ვილიამ.
წყარო: Eurosport.ru



