16 ივლისს, თურქეთის ქალაქ ანთალიაში, “ბარსელონას” კამერუნელი ლეგენდა, სამუელ ეტოო საქველმოქმედო მატჩს გამართავს, რომელშიც ფეხბურთის ყოფილი თუ მოქმედი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.
წელს, ეტოოს საქველმოქმედო ფონდს 10 წელი შეუსრულდა და ამჟამად “ანათალიასპორში” მოთამაშე ფეხბურთელმა ამ თარიღის გრანდიოზული მატჩით აღნიშვნა გადაწყვიტა.
საქველმოქმედო თამაშში მწვრთნელები ფაბიო კაპელო, ჟოზე მოურინიო, დიეგო მარადონა და ფაბიო კანავარო იქნებიან.
მოედანზე კი შემდეგ ფეხბურთელებს ვიხილავთ: სამუელ ეტოო, ალექსელი სმერტინი, არდა თურანი, ობამეიანგი, კარლეს პუიოლი, ქარიმ ბენზემა, დემბა ბა, დიდიე დროგბა, ედენ აზარი, ემანუელ ადებაიორი, ანდრეს ინიესტა, ნვანკო კანუ, კოლო ტურე, ლასანა დიარა, ლუი საა, მარსელ დესაი, ლიონელ მესი, მიკაელ ესიენი, ნეიმარი, ჯეი-ჯეი ოკოჩა, ჩავი ერნანდესი.



