workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
5–დან 5 მოგება  “რეალთან”

5–დან 5 მოგება “რეალთან”

მას შემდეგ რაც “ბარსას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსეპ გვარდიოლა დაინიშნა, გუნდმა 5 “ელ კლასიკო” ითამაშა და 100%–ით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. გვარდიოლას გუნდმა 5–დან 5–ში გაიმარჯვა, რაც “კლასიკოს” ისტორიაში არასოდეს მომხდარა. პირველად პეპის გაწვრთნილმა გუნდმა, “რეალი” 2008 წლის 13 დეკემბერს დაამარცხდა 3–0. შემდეგ იყო “ბერნაბეუზე” 2–6, შემდეგ 2009 წლის ნოემბერში “კამპ ნოუზე” 1–0 და განმეორებით მადრიდში 0–2. ბოლოს კი გუშინდელ ელ კლასიკოში დაამარცხა გვარდიოლამ “რეალი”.

16–2

ბოლო 5 “ელ კლასიკოში” ბურთების შეფარდება 16–2, “ბარსას” სასარგებლოდ. საუკეთესო მეგოლე კი ლეო მესია, რომელმაც ამ მატჩებში 4 გოლი გაიტანა.

მოურინიოს პირველი მარცხი

“ბარსელონა” გახდა გუნდი, რომელმაც პირველად დაამარცხა მოურინიოს “რეალი”. ჩატარებული 19 ოფიციალური მატჩიდან “რეალს” არც ერთი არ ჰქონდა წაგებული, სანამ “ბარსას” შეხვდებოდა და 5–0 განადგურდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი, თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველად დამარცხდა 5–0.

8–0 

გვარდიოლას მწვრთნელობის პერიდოში, “კამპ ნოუზე” ჩატარებულ 3 “კლასიკოში” გუნდს არც ერთი გოლი არ აქვს გაშვებული და 8 გატანილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში