როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა ყველასათვის ნანატრი “ელ კლასიკო, რომელშიც კატალონიის “ბარსელონამ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა. ეს მატჩი, მადრიდელებმა გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 წააგეს. პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო ამბობს, რომ კატალონიურ კლუბს, დიდი ხანია შემუშავეული აქვს თავისი სტილი და ფილოსოფია, ხოლო “რეალი” ჯერ კიდევ არ არის სასურველ და დასრულებულ ფორმაში.
“ბარსას აქვს ნათელი ფილოსოფიური თამაში, რომელიც დღეს პირველია მსოფლიოში. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო, მაგრამ მე ვთხოვ ჩემს ფეხბურთელებს რაც შეიძლება მალე აღიდგინონ თავიანთი ფორმა. ჩვენ არ უნდა გავიფუჭოთ ხასიათი.”-განაცხადა ჟოზე მოურინიომ “MARCA”-თან ინტერვიუში და აქვე დასძინა, რომ ხუთი უპასუხო გოლი კასილიასის კარში, პირველი სამარცხვინო მატჩი იყო თავის კარიერაში.



