workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “ეს არ არის გადამწყვეტი მატჩი”

გვარდიოლა: “ეს არ არის გადამწყვეტი მატჩი”

პეპ გვარდიოლა “ელ კლასიკოსთვის” სრულ მზადყოფნაშია. მისი განცხადებით, ეს მატჩი “ლა ლიგას” ჩემპიონის ბედს ვერ გადაწყვეტს…

“კლასიკომდე” 24 საათით ადრე, გუნდმა ვარჯიში “ნოუ კამპზე” გამართა, რის შემდეგაც პეპ გვარდიოლამ მედიასთან ისაუბრა. “ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ფანტასტიკური მატჩის მომსწრენნი გავხდებით”, თქვა მან. “მადრიდი არამხოლოდ მიმზიდველი, არამედ ფიზიკური, ეფექტური, სწრაფი და კარგად და ძლიერად მომზადებული გუნდია. რთულია თავიდან აიცილო ის მღელვარება, რაც ამ მატჩს ყოველთვის თან ზდევს. ეს ნორმალურიცა. ეს მატჩი “ლა ლიგას” ჩემპიონის ბედს ვერ გადაწყვეტს.”

პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მან ძალიან კარგად იცის, თუ როგორ თამაშობს “რეალი”: “მათ ძალიან კარგად იციან, თუ როგორც ვთამაშობთ. არანაირ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, ჩვენ შევუტევთ. მე ასევე ვიცი, თუ როგორ თამაშობენ მადრიდელები. მათ კონტრშეტევებზე თამაში ძალიან კარგად გამოსდით.”

მოგეხსენებათ ჟოზე მაურინიო შარშან მილანის “ინტერს” ედგა სათავეში. მისმა გუნდმა “ჩემპიონთა ლიგის” ნახევარფინალში, “ბარსას” დამარცხება და ფინალში გასვლა შეძლო, მაგრამ გვარდიოლას განცხადებით ეს არაფერს ნიშნავს. “მადრიდელებს “ინტერისგან” განსხვავებული ფეხბურთელები ყავთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ “რეალმა” იმ ტიპის მატჩი აჩვენოს, ცოტათი მაინც. ყველა მწვრთნელს გააჩნია, რაღაც საკუთარი.”

“ბარსას” პირველმა გუნდმა ვარჯიში კვირას, საღამოს გამართა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გვარდიოლამ ეს შეგნებულად გააკეთა, რადგანაც სურდა თავისი პრეს–კონფერენცია ჟოზე მაურინიოს შემდეგ გაემართა. ამაზე პეპმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ეს ასე ნამდვილად არ გახლავთ. ვარჯიშის საღამოს გამართვის ორი მიზეზი არსებობს. ერთი ის, რომ კვირაა, კვირას კი “სიუტატ ესპორტივა” მატჩებით არის გადატვირთული. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ გუნდში ძალიან ბევრი კატალონიელია. მათ ჯერ არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო შემდეგ ოჯახთან ერთად ლანჩის გამართვა სურდათ. მე არ ვუყურებ იმას, თუ რას აკეთებს მადრიდი.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში