კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველი, კარლეს პუიოლი ფიქრობს, რომ ორშაბათს საღამოს, “ბარსასა” და “რეალის” შანსები 50/50–ზეა. “ჩვენი სტილი არასოდეს შეიცვლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია,” განაცხადა კატალონიელმა მცველმა.
კარლეს პუიოლს “ელ კლასიკოში” უკვე ბევრჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული. თავის პრეს–კონფერენციაზე მან მადრიდელების დაცვით მხარეზე გაამახვილა ყურადღება. “ორივე გუნდი ძალიან კარგად თამაშობს და ტრავმები მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩვენ გვაქვს უპირატესობა, რადგანაც მატჩს საკუთარ მოედანზე ვმართავთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შანსები 50/50–ზეა. მათ ძალიან ძლიერი დაცვა ყავთ. კონტრ–შეტევებისთვის მათ ასევე ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ყავთ. თუ ჩვენ მათ სათამაშო სივრცეები მივეცით, მაშინ ისინი ბურთზე კონტროლს დააწესებენ,” განაცხადა კარსლესმა და დაამატა, რომ “ბარსასთვის” ყველაზე საშიშნი იგუაინი, ბენზემა და კრიშტიანუ რონალდუ არიან.
მას მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელზე, ჟოზე მაურინიოზე ბევრი არ უსაუბრია: “ჩვენ არ ვთამაშობთ მაურინიოს წინააღმდეგ. ჩვენ ვთამაშობთ “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ, რომელსაც ყავს დიდებული მწვრთნელი და დიდებული ფეხბურთელები.”
კარლესმა განაცხადა, რომ ეს მატჩი სხვებისგან ძალიან განსხვავდება და ასევე ხაზი გულშემატკივრის ფაქტორსაც გაუსვა: “მადრიდელებთან მატჩი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მატჩი ლიგის ბედს ვერ გადაწყვეტს. გულშემატკივრები კი მოედანზე საოცარ ატმოსფეროს ქმნიან, რაც ჩვენ ძალიან გვეხმარება.”



