workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ირაისოსი გამოირიცხა

ირაისოსი გამოირიცხა

მოგეხსენებათ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა დაინტერესებული იყო “ბილბაო ატლეტიკის” მეკარით, გორკა ირაისოსით, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ბასკური კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც წერია, რომ ირაიოსმა კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

“ბარსა” ბასკების კარის დარაჯის მიმართ უკვე დიდი ხანია, რაც დაინტერესებულია. ირაისოსმა “ატლეტიკის” ფორმით გამოსვლა 2007/08 წლებში დაიწყო. მას ბასკური კლუბის მაისურით სულ 124 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 98 – “ლა ლიგაზე”, 12 – “სამეფო თასზე”, 12 – “უეფაზე”, ხოლო 2–იც “ესპანეთის სუპერთასზე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში