workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი:”პატივი უნდა ვცეთ მოწინააღმდეგეს”

როსელი:”პატივი უნდა ვცეთ მოწინააღმდეგეს”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი უკვე მზადაა ორშაბათს ჩასატარებელი შეხვედრისათვის, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგის, ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანამ” საბერძნეთში “პანათინაიკოსი” ანგარიშით 0:3 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილიც განიმტკიცა. როსელმა “ბარსას” ტელევიზიასთან ინტერვიუში გაგვიზიარა თავისი გრძნობები მომავალი “ელ კლასიკოს” შესახებ.

ამ ხუთშაბათს, გუნდმა გამართა პირველი ვარჯიში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ სათამაშოდ. მაყურებლებს, რომლებიც ორშაბათს “კამპ ნოუზე” საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად მოვა, როსელმა სიტყვით მიმართა: “ყველაზე მეტად კლუბის წევრები ვართ დარწმუნებულნი, რომ მოწინააღმდეგე გუნდს შეურაცხყოფას არ მიაყენებთ, მოვიქცეთ ისე, როგორც შეეფერება ღირსეულ, ცივილიზებულ და განათლებულ ადამიანს. ამისათვის საჭიროა კონცენტრირება, მხოლოდ საკუთარ თავთან. რაც შეეხება “ბარსას”, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იგივე ტრადიცია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ” – განაცხადა კატალონიური კლუბის უფროსმა “barcaTV”-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში