workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველი ვარჯიში კლასიკოსათვის

პირველი ვარჯიში კლასიკოსათვის

 გუშინ საღამოს ”ბარსელონამ” პირველი ვარჯიში გამართა ათენიდან დაბრუნების შემდეგ. ფეხბურთელებმა მსუბუქად ივარჯიშეს. ”სიუდად ესპორტივაზე” არ იმყოფებოდნენ მხოლოდ ვიქტორ ვალდესი და ანდრეს ინიესტა, მათ სპორტ დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში ამჯობინეს გაბი მილიტოსთან ერთად, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა ტრამვირებულია. ასევე განმარტოვებით ვარჯიშობდა ადრიანო კორეია. მან ”პანათინაიკოსის” წინააღმდეგ შეხვედრაში მარცხენა ფეხში უეცარი ტკივილი იგრძნო, თუმცა როგორც ”ბარსას” ექიმები ამბობენ საშიში არაფერია და ადრიანოს ”რეალის” წინააღმდეგ თამაში შეუძლია. ვარჯიშს ესწრებოდა ახალგაზრდული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი: რუბერ მინიო, ფონტასი და ტიაგო. ისინი ”ბარსელონას” ათნშიც ახლდნენ, თუმცა მონაწილეობა არ მიუღიათ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში.ასე რომ გუარდიოლამ უკვე დაიწყო მზადება დამდეგი ”ელ კლასიკოსათვის”. აღსანიშნავია, რომ გუარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში ”ბარსელონას” ”კლასიკო” ჯერ არ წაუგია.იმედია ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში