workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“პანათინაიკოსი” 0–3 “ბარსელონა” – საინტერესო ფაქტები

“პანათინაიკოსი” 0–3 “ბარსელონა” – საინტერესო ფაქტები

მოგეხსენებათ გუშინ, “ბარსამ” გასვლით შეხვედრაში, ბერძნული “პანათინაიკოსი” ანგარიშით, 0–3 დაამარცხა. გუშინდელ მატჩში ლეო მესიმ ახალი რეკკორდები დაამყარა. გუნდისთვის კი ეს ევროპულ ტურნირებზე 250–ე გამარჯვება გახლავთ…

– ამ წელს “ბარსამ”, “ჩემპიონთა ლიგის” გასვლით შეხვედრაში გამარჯვება პირველად მოიპოვა.

– “ბარსასა” და “პანათინაიკოსის” პირველ შეხვედრაში ბურთის ფლობა 86%, 14%–ის წინააღდეგ, “ბარსას” სასარგებლოდ იყო. საბერძნეთში კი “ბარსას” ბურთის ფლობა 74%–ს შეადგენდა.

– “ბარსელონას” ფეხბურთელებმა შეძლეს და მეკარის კარისკენ (ზუსტი) ბურთი 12–ჯერ გადაგზავნეს, ხოლო ბერძნებმა ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ შეძლეს.

– კატალონიელები თამაშგარე მდგომარეობაში 5–ჯერ, ხოლო ბერძნები 9–ჯერ მოხვდნენ.

– გუშნდელ მატჩში, ორივე გუნდი თანაბრად, 11–11–ჯერ დაჯარიმდნენ.

– “ბარსას” ფეხბურთელებმა 746 ზუსტი გადაცემა გააკთეს, რაც “პანათნაიკოსის” ფეხბურთელების გაკეთებულ ზუსტი პასებზე 5–ჯერ მეტია.

– გუშინ საღამოს, დანი ალვესს ბევრი საქმე დაუგროვდა. ძირითადადად იგი დროს მეტოქის საჯარიმოსთან ატარებდა, მაგრამ მას დაცვაშიც ბევრი საქმე ქონდა. ინიესტასთან ერთად, მასზე ყველაზე მეტჯერ, 3–ჯერ დაჯარიმდნენ. ალვეში ასევე “ბარსადან” ყველაზე მეტჯერ, 5–ჯერ დაჯარიმდა. მან ანგარიშზე 1 საგოლე პასიც ჩაიწერა.

– პედრო როდრიგესის შემდეგ მეტოქის კარის მიმართლებით ბურთი ყველაზე მეტჯერ ადრიანო კორეიამ გადაგზავნა. შეგახსენებთ, რომ იგი წლევანდელ სეზონში, “ჩემპიონთა ლიგაზე” პირველად გამოვიდა.

– გუშინ გოლის გატანა ლეო მესიმაც შეძლო. “ბარსაში” ყოფნის განმავლობაში მან თავისი 150–ე გოლი გაიტანა.

– 2010 წელს ჩატარებულ 48 მატჩში ლეომ 54 გოლის გატანა შეძლო.

– ბოლო 67 მატჩში არგენტინელმა 67 გოლის გატანა შეძლო.

– და ბოლოს… ჯიბრილ სისემ სახლში “ბარსას” 2 ფეხბურთელის მაისურის წაღება შეძლო. წარმოიდგინეთ ახლა რა ბედნიერია იგი. ის ხომ “ბარსას” კაპიტნისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მაისურის მფლობელი გახდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში