მოგეხსენებათ გუშინ ბევრი საინტერესო ამხანაგური მატჩები გაიმართა, ნაკრებებს შორის. ერთ–ერთი გამორჩეული რა თქმა უნდა სამხრეთ ამერიკული ჯახი, ბრაზილია–არგენტინა იყო. ამ მატჩშის გმირი კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი, ლეო მესი გახდა. მან არგენტინის ნაკრებს გამარჯვება, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს მოუტანა. ბრაზილიელთა შემადგენლობაში თამაშობდა, ყოფილი “ბარსელონელი” რონალდინიო. არავისთვისაა უცხო, რომ ლეოსა და გაუჩოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. მატჩის დასრულების შემდეგ მეგობრულად ისაუბრეს მესიმ და რონალდინიომ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=3izBxy1IP74]



